„რადიო თავსუფლების“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ავიაიერიში დამასკოს მახლობლად სამ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს. დაბომბვა ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელდა.
სირიის ხელისუფლებამ ავიადარტყმები მორიგ აგრესიად შეაფასა და ისრაელის მიერ გაშვებული რაკეტების დიდი ნაწილი ჰაერშივე გააუვნებელყვეს.
სამხედრო იერიშის შესახებ განცხადება, ოფიციალური თელავივიდან ჯერ არ გაკეთებულა.

