ახალი ამბები მთავარი სამართალი

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ბრალი წარედგინა

ავარიის საქმეზე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ბრალი წარედგინა. როგორც IPN-ს კვირიკაშვილის ადვოკატმა განუცხადა, კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

ადვოკატის განმარტებით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.

“საქმის მასალებში არსად ფიგურირებს, რომ მერაბ კვირიკაშვილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. პირველივე ჩვენებაში კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 90-100 კმ/სთ სიჩქარით. საქმის მასალების მიხედვით, მას 30-40 მეტრით უკან მოყვებოდა ავტომობილი. მისი მძღოლიც ამბობს, რომ მივყვებოდი BMW X5-ს 30-40 მეტრის მოშორებით და ვმოძრაობდი იგივე სიჩქარითო (90-100 კმ/სთ). იგი წინა მანქანის სიჩქარეს აფიქსირებს იმით, რომ ჩვენს შორის მანძილი არ იცვლებოდაო. ის ინფორმაცია, რაც არის საქმის მასალებში, რაც არის შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული, ადასტურებს, რომ მერაბი არ არის დამნაშავე. ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორეა მორალური. მერაბ კვირიკაშვილი ყველას შეურიგდა, თუმცა პაპასკირის ოჯახი არ ურიგდება. მას არ უცდია თავი აარიდოს სასამართლოს, გამოძიებას და ცდილობს ადვოკატთან ერთად საქმეზე დადგინდეს ობიექტური გარემოება.

გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა. ჩვენც ჩავატარეთ ექსპერტიზა და სასამართლომ მისი დასკვნა დასაშვებად ცნო. ამის შემდეგ, ბრალდების მხარემ ანუ პროკურატურამ თვითონ მოითხოვა ჩატარებულიყო კომისიური ექსპერტიზა. ექსპერტიზა დაინიშნა შსს-ში და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. თავდაპირველ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ კვირიკაშვილს არანაირი ხელისშემშლელი პირობები არ ჰქონდა გზაზე, გადავიდა საპირისპირო მხარეს და დაეჯახა, რასაც არ დავეთანხმეთ. თუმცა, რეალურად, ეს ავტომობილი მეორე მხარეს გადავიდა მოცურებით და ამას ადასტურებს ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა. არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება მერაბის წინ არ მოძრაობდა და შესაბამისად, გასწრების მანევრს არ აკეთებდა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ თითქოს მერაბის ბრალეულობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, არის თუ არა საქმეში არსებული მასალებით მერაბის ბრალეულობა და ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ მერაბის ბრალეულობა არ არის”, – განაცხადა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად, ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.
შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალ

 

იტვირთბა....