დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც “მეტრონომს” ღუდუშაურის კლინიკის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, გუგეშაშვილი კლინიკაში შეყვანისთანავე საოპერაციოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუგეშაშვილს ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ გუგეშაშვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. გარდაცვლილია მისი შვილი.