ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგება

დღეს, ე.წ. ციანიდის საქმეზე  მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგება, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანენ და არ დაექვემდებარებიან გარეშე პირების გავლენებს.

„ის, რომ გამოძიება თავიდანვე იყო არაობიექტური და უსამართლო, გარკვეულწილად ხაზს უსვამდა, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს ჰქონდათ პირადი ინტერესი გიორგი მამალაძის მიმართ. იგულისხმება პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი და ამ პირიდან გამომდინარე ჯგუფი. მამალაძის საქმე იყო დაგეგმილი გარკვეული პირების მიერ, ყველანაირად მორალური სტანდარტებიდან გასული, თითქოსდა დანაშაულის აღმოფხვრა მოხდა, რომელიც არ არსებობდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....