ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი “რადიოქარხნის” ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალება apa იუწყება.
სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით ქარხნის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. ინციდენტის შედეგად დაშვებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
აფეთქების გამომწვევ მიზეზს გამომძიებლები სწავლობენ.