ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა”: პაატა ბურჭულაძე საქართველოში დაბრუნდა

“სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა”- ამის შესახებ ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე პაატა ბურჭულაძე აცხადებს. განცხადება მან “კურიერთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.

ბურჭულაძე საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. მას ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს სასამართლო წესით დაკითხავენ.

„ბოლოს და ბოლოს უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესი წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. სისხლის სამართლის საქმე ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ეხება.

იტვირთბა....