ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული მარში” სახალხო პატრულს ქმნის

„ქართული მარში“ გეგმავს, „სახახლო პატრული“ ჩამოაყალიბოს, რომელიც თბილისის ქუჩებში „უცხოელი არალეგალების, კრიმინალებისა და ტერორისტების“ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გააკონტროლებენ.

ინიციატივის შესახებ Facebook-ზე ერთ-ერთმა რადიკალურმა ჯგუფმა გაავრცელა. „სახალხო პატრული” დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ძალადობის შემცველი ვიდეო ახლავს.

ფეისბუქის გვერდზე “წინააღმდეგობა/Resistance” გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ “სახალხო პატრული” ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით დაკომპლექტდება და ისინი აღმაშენებლისა და კოტე აფხაზის ქუჩებზე იპატრულირებენ.

“ქართული მარში” სულ მალე ჩამოაყალიბებს “სახალხო პატრულის” ანალოგს თბილისში. “სახალხო პატრული” დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით. ისინი იპატრულირებენ აღმაშენებლის გამზირზე და ლესელიძეზე. მიგრანტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ისინი აღკვეთენ ფაქტს. აღმაშენებელს და ლესელიძეს სრულად გააკონტროლებს “სახალხო პატრული”! დამთავრდება უცხოტომელების თავგასულობა თბილისში!!!”, – აცხადებს “ქართული მარში”.

იტვირთბა....