იუსტიციის საბჭოს წევრების ბრალდებებს ანი დოლიძე ბრალდებებითვე პასუხობს. დოლიძე ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ “ადეიშვილის ნარჩენებზე” საბჭოს წევრების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ახლა ცდილობენ, რომ მის წინააღმდეგ გარკვეული ცენზურა დააწესონ. მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეებმა ეს განცხადება საკუთარ თავზე მიიღეს.
“მათ დღევანდელ მსჯელობას მე მივიღებ, როგორც მცდელობას ცენზურა დააწესონ იუსტიციის საბჭოს ერთ წევრზე, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს. სამწუხაროა, რომ მოსსამართლეებმა ჩემი განცხადება საკუთარ თავზე მიიღეს”,-აცხადებს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს წევრები დღეს უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველ კანდიდატებს გაესაუბრებიან. უვადო მოსამართლეობის თაობაზე განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 51 კანდიდატს აქვს შეტანილი. მათგან 17 კანდიდატი გასაუბრებას დღეს გაივლის.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რათა სასამართლო ადეიშვილის დროინდელი ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს. დოლიძე ამბობს, რომ გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან.
დოლიძე: დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ადეიშვილის ნარჩენებისგან გათავისუფლდეს