უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოევის და საქართველოს ელჩის გელა დუმბაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე ისაუბრეს.
“ჩვენ მეგობარი ერები ვართ და სირთულეები ერთად უნდა გადავლახოთ. უკრაინისა და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ეფექტური მუშაობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ უდავოდ დადებითად იქნება აღნიშნული“, – განაცხადა ავაკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება მართვის მოწმობების აღიარებასთან ერთად არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაცია.