aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულების მკურნალობის ხარჯებზე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

”მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.

პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელბობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია”,- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშვებული ერთ-ერთი პირი ონლაინ სესხით მკურნალობს.
მეტროსადგურ “ვარკეთილში” რამდენიმე დღის წინ ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

იტვირთბა....