ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავსტრიაში, ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში, ქალაქ პინკფელდში, მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს 6 000 ევროს ღირებულების სუნამოების მოპარვა ედება ბრალად.

თუმცა, ისინი ეჭვმიტანილი არიან სხვა მსგავსი დანაშაულის ჩადენაშიც, რომელიც 9 სხვადასხვა ქალაქში მოხდა. 25 და 31 წლის საქართველოს მოქალაქეები სენტ-პიოლტენის საპატიმროში არიან გადაყვანილები.

იტვირთბა....