ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, თბილისის რუსულენოვანი სკოლა “ინტელექტი” სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება სკოლაში მესამე კლასის ბუნების გაკვეთილის სახელმძღვანელოს, რომელშიც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია.
გაურკვეველია ვინ გასცა ნებართვა საგანმანათლებლო პროგრამაში ამ სახელმძღვანელოს გამოყენებაზე, სკოლა ხელს მშობლებისკენ იშვერს, განათლების სამინისტრო კი პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციას აკისრებს.