„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება. ლევან მეხრიშვილის განცხადებით, „ვარკეთილში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი გამკაცრდება და შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში აღარ გაკეთდება.
“რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ შემოწმებას “ვარკეთილის” მეტროში, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ შეამოწმა შემდგომ ეს სამუშაო და იყო თუ არა ეს შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ დაქირავებული კომპანია“, – განაცხადა მეხრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: „სამგორის“, „გურამიშვილის“ და „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „სადგურის მოედანი 3“, „ნაძალადევი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „წერეთელი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“.