შემცირებული ტვირთბრუნვის პარალელურად საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი გაიზარდა.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს ქართულმა პორტებმა 394 787 კონტეინერი გადაამუშავეს, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 64 982 კონტეინერით მეტია
ყველაზე მეტ ტვირთს გასულ წელს ფოთის საზღვაო ნავსადგური მოემსახურა, სადაც 2017 წელს 318 762 კონტეინერი გადაამუშავეს (2016 წელი – 273 690 კონტეინერი).
76 025 გადამუშავებული კონტეინერი კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე მოდის, ეს მაჩვენებელი 2016 წლის შედეგს 19 910 კონტეინერით აღემატება.
2017 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა შემცირდა. ტვირთბრუნვა შემცირდა საქართველოს რკინიგზაზეც.