ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის: პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.  ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული სამხედრო შენაერთების, რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას გულისხმობს.

ამ ინფორმაციის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეთანხმება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირება დაგმო.

„ჩვენ არ ვცნობთ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს ნამდვილ საერთაშორისო შეთანხმებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

იტვირთბა....