ახალი ამბები მთავარი

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს გაწვრთნიან

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის თემაზე სემინარი გაიხსნა.

ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორგანიზებითა და JTEC-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგის მიზანს შტაბებსა და ქვედანაყოფებს შორის ლოგისტიკური დაგეგმარების პროცესში კოორდინაციის უზრუნველყოფა და დაგეგმარების პროცედურებთან დაკავშირებული მეთოდების შესწავლა წარმოადგენს.

სემინარში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან, ლოგისტიკური მიმართულებით მომუშავე 34 სამხედრო მოსამსახურე, ოფიცრები, ასევე, კაპრალები და სერჟანტები მონაწილეობენ.

ერთი კვირის განმავლობაში მათ აშშ-ის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორები გამოცდილებას გაუზიარებენ და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურას, სპეციფიკასა და ტექნიკურ მახასიათებლებს გააცნობენ.

იტვირთბა....