საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში ყოფნის სტატუს კარგავს, რადგანაც კიევის სააპელაციო სასამართლომ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
“მე ვკარგავ უკრაინაში ყოფნის სტატუსს. ეს პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილებაა და არა სასამართლოს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ეს გადწყვეტილება უკრაინის მთავრობას საფუძველს აძლევს განახორციელონ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია.
სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა სასამართლოს დადგენილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.