ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება. მერიაში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესი იმ ბაღებში შეწყდება, სადაც გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მუშაობს, რადგან ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირი გაითიშება.
როგორც მერიაში განმარტავენ, სასწავლო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.