აშშ-მ, მას შემდეგ რაც “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შესახეხ განცხადება გაკეთდა, ერაყიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო.
როგორც უცხოური მედია წერს, ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და ერაყის ხელისუფლებამ ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების თანახმად, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ 4000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ.