ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო საავადმყოფოს უჩივიან

ქუთაისში მცხობრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივიან. მათი თქმით, 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

“იმედინიუსის” ინფორმაციით, ექიმებმა ოჯახს ოპერაციის წარმატების დასრულების გარანტია მისცეს, მაგრამ პაციენტი ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

“როდესაც ექიმებმა გვითხრეს მამის გარდაცვალების შესახებ, ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ შეგვატყობინეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ პაცინეტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია” – ამბობს დავით ლაფერაძე.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლეობით თვენახევქრში ელოდება. ოჯხის წევრების თქმით, გარდაცვლილს მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

იტვირთბა....