თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თვითმხილველები და მეზობლები აცხადებენ, ის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, დავით ქმოსტელი, მეტსახელად “ძივითა” ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.
მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ მოკლული დავით ქმოსტელი, მეტსახელად “ძივითა”, ლომთათიძის ქუჩაზე გაიზარდა, თუმცა, ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა.
მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, გამოიკითხნენ მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდა.
გამოძიება შინაგან საქმეთ სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.
მოტივი ჯერჯერობით უცნობია.