წუხელ, ქალაქ რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სახელმწიფო ელექტრო სისტემის ოფისის დაცვის თანამშრომელია. მას ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.