ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს 18 თებერვლამდე ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ.

რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ განაცხადა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს 12 საათზე, უკრაინის ყველა ოლქის დიდ და პატარა ქალაქებში შეიკრიბებიან.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 18 თებერვლამდე წარადგენენ ალტერნატიულ მთავრობასა და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატს.

სააკაშვილმა ასევე უკრაინის ყველა მსხვილ ქალაქში საპროტესტო აქციები დააანონსა.

„სანამ ჩვენი მეომრები იღუპებოდნენ სამშობლოში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ისვენებდა მალდივის კუნძულზე და ასობით ატას დოლარს ინდოეთის ოკეანეში ყრიდა. ვიდრე სამხედროები იღუპებოდნენ, ის ყალბი საბუთებით წავიდა ქვეყნიდან დასასვენებლად. ის აფურთხებს ჩვენს სამხედროებს, უკრაინას და თითოეულ ჩვენგანს. მინდა მივმართო პოროშენკოს. თუ ახლა ის მშვიდად წავა და არ დაუშვებს სისხლის ღვრას, წავა და აღიარებს, რომ ვერ შეძლო სიმაღლეზე ყოფნა. შესაძლოა, ტკბილეულის ქარხნის კარგი პრეზიდენტი იყო. თუმცა ის არ არის დაბადებული პრეზიდენტობისთვის. მინდა ვუთხრა, რომ თუ ახლა წავა, უკრაინელი ხალხი ძალიან მომთმენი და სულგრძელია. დააფასებენ იმას, რომ არ დაუშვა სისხლისღვრა და თავიდან აიცილა სამოქალაქო ომი და უკრაინის საბოლოო დამცირება საერთაშორისო საზოგადოების თვალში. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში მას ბევრს აპატიებენ და თავს დაანებებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინასკაია პრავდა“ იტყობინება, მიხე​ილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ მარშში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

იტვირთბა....