კიევში იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მსვლელობის დასრულების შემდეგ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წევრების გადადგომა.
საპროტესტო გამოსვლების განახლების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, როცა მას შინა პატიმრობა მიესაჯა.
მიხეილ სააკაშვილი აქციებს ყოველ კვირა აანონსებს.
ლაივი აქციიდან: