ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში დაგეგმილი აქციისთვის 2 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული

კიევის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დაგეგმილი აქციისთვის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პარტია ატარებს, 2 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

„დღეს კიევის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კიევის მცხოვრებლები და რეგიონების სხვა წარმომადგენლები. რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება და არ დავუშვათ პროვოკაციები, პოლიციელები და ეროვნული გვარდიის სამხედროები წესრიგის დაცვას გააკონტროლებენ. სულ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით ორი ათასი სამართალდამცველი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, კიევში პირველ მარშს ატარებს.

იტვირთბა....