საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ჯანელიძე ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2018 წლის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„შეხვედრისას ჩვენ შევაჯამეთ, როგორც გასული წელი, 2017 წელი, რომელიც იყო განსაკუთრებულად წარმატებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით და ასევე ვისაუბრეთ 2018 წლის პრიორიტეტებზე. ასევე იმ პროექტებზე, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო რეკომენდაცია,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.