ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” დღეს მეხუთე რიგგარეშე ყრილობას გამართავს

“ევროპული საქართველო” დღეს მეხუთე რიგგარეშე ყრილობას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემაგენლობა დამტკიცდება.  პარტიაში აცხადებენ, რომ ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლები პოლიტსაბჭოში ადგილობრივმა პარტიულმა კონფერენციებმა დაასახელეს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. ამავე კონფერენციებზე პარტიის წევრებმა საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები აირჩიეს.

ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, გენერალური მდივანი გიგი უგულავა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

 

 

 

იტვირთბა....