საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვარაუდობს, რომ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო მარშზე პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან.
სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კიევის ცენტრში ხვალ კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორებსაც პოროშენკოს ადმინისტრაციამ თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ ოპოზიციის მსვლელობას ხელი შეუშალონ.
ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ კრეშატნიკზე რკინის კონსტრუქციები აღმართა, რომ ოპოზიციისთვის სცენის მოწყობის საშუალება არ მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ხვალ პირველ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მთავარი მოთხოვნა კი პეტრო პოროშენკოს გადადგომა იქნება.