საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
„ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, რადგან ფრაქცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ უკვე საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, მარგველაშვილმა უმრავლესობას ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.