ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, ისინი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი უკანონოდ დააკავეს.
ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსი კობა ხარებავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გარემოვაჭრეებს შეხვდათ და ადგილზე შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა აკრძალულია და ალტერნატიული ფართის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, თუცა გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული პირობები მიუღებელია.
ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს, რის შედეგადაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ერთი მოვაჭრე კი შეუძოდ გახდა და იგი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.