ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს უსმენენ

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში საგანგაშო ფაქტი არ დაფიქსირებულა.

“მქონდა უკვე საუბარი თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ლევან იზორიასთან. მთელი რიგი პრობლემებია გამოსწორებული, ამიტომ ეს ანგარიში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც უკვე შემდგომში თავდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრებს დავიბარებთ და მოვისმენთ მათ ანგარიშებს, ჩვენ მათ შორის გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებც აღნიშნულია აუდიტის ანგაიშში.”- აღნიშნა სესიაშვილმა.

იტვირთბა....