თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებული მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
დაკავებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
ამ დროისთვის დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, 31 იანვარს წითელ ბაღში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს არასრულწლოვანმა სამი მოზარდი დაჭრა – ორი გულმკერდის და მუცლის არეში, მესამეს კი მსუბუქი ჭრილობა ხელზე მიაყენა.