დიდუბეში „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, შეჯახების გამო ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.