ახალი ამბები მთავარი სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თავი და ბოლო ვერ გავიგე, მე არანაირი კონკრეტული პასუხები არ მიმიღია

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა 360 გრადუსის” ეთერში შოთაძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

”მთელი პანკისის ხეობა ითხოვდა ბატონი შოთაძის პანკისში ამოსვლას, რათა გასაუბრებოდნენ მას და დაესვათ შეკითხვები. თუმცა, მე დამიკავშირდნენ თბილისიდან და შემომთავაზეს, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში 10-12 კაციანი ჯგუფით, მე უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კიდევ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ოჯახთან ერთად ჩამოვსულიყავი. მე მოვისმინე უხუცესების აზრი და მათ მითხრეს, რომ ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი მთავარ პროკურორს. პირველად შოთაძემ დაიწყო საუბარი, მე რომ დამეწყო ვკითხავდი, თუ რატომ არ ამოვიდა ის ხეობაში. ვიდრე მე ვეტყოდი, თავად დაიწყო ამაზე საუბარი და ახსნა, რომ რაღაც ნაწილი არის გასაიდუმლოებული და არ შეიძლება ითქვას, სწორედ ამიტომ ვერ ამოვედი ხეობაშიო. მე თან ადვოკატი მყავდა და ამათ შეიძლება რაიმე გაიგეს, მაგრამ მე თავი და ბოლო ვერ გავიგე. მე არანაირი კონკრეტული პასუხები არ მიმიღია, თუმცა იმედით ვცხოვრობ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე და საქმის მასალების გადაცემაზე უარი განაცხადა.

იტვირთბა....