საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკრებულო აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება გარკვეული პასუხისმგებელი პირები, ყველამ უნდა გასცეს პასუხი შესაბამის კითხვას. ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები, შესაბამისად, ასევე მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალში კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ კრიტერიუმები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის კრიტერიუმები”, – აღნიშნა ტყემალაძემ.
ცნობისთვის, მეტრო ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქციამ “ევროპული საქართველო-თბილისი“ 31 იანვარს მოითხოვეს.