თბილსის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა.
”ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენგან რაიმე სახის წინააღმდეგობას ექნებოდა ადგილი. ვინაიდან მსგავსი არაფერი მოხდა, სწორედ ეს გახდა მათი განრისხების მიზეზი. მათი ყველა მოთხოვნა თავიდან ბოლომდე იყო გათვალისწინებული და სწორედ ამიტომ არ მონაწილეობენ განხილვაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცნობისთვის, მეტრო ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქციამ “ევროპული საქართველო-თბილისი“ 31 იანვარს მოითხოვეს.