„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. “ენმ”-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დემონსტრაციულად გადახია ის დებულება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს გადაუგზავნა და რომელიც სხდომის ჩატარებასა და ვარკეთილის მეტროში მომხდარი ფაქტის განხილვას ეხებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, მეტრო ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქციამ “ევროპული საქართველო-თბილისი“ 31 იანვარს მოითხოვეს.