ირანში ჯიჰაბის აქციის გამო 30-მდე ქალი დააკავეს. საპროტესტო გამოსვლები ქალებმა ისლამური ტრადიციების წინააღმდეგ გამართეს.
აქციის მონაწილეებმა 1979 წელს მიღებული კანონის გაუქმება მოითხოვეს და სიმბოლურად თავსაბურავები მოიხსნეს. ახალგაზრდა ქალები ამ რეგულაციის გაუქმებასა და მეტი თავისუფლების მინიჭებას ითხოვენ.
პოლიციამ აქტივისტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა.