ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ეკა ბესელია: „გიორგი მარგველაშვილის განცხადება ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია“

ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა , რომ  მას არ ახსენდება პრეზიდენტი უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს გამოქომაგებოდა .

„შავი პიარის შექმნა წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი პირების მიმართ, მარგველაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან მოდიოდა, მაგრამ მათ თავად მარგველაშვილი არც ერთხელ არ გამოქომაგებია.

ყველაზე კლასიკური მაგალითი რაც მახსენდება, გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, როდესაც ის ღიად უპირისპირდებიდა გადაწყვეტილებებს, რომელიც პარლამენტმა უფლებაშელახული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ მივიღეთ. მე მაშინ, ამ ადამიანების მიმართ, გიორგი მარგველაშვილის გამოქომაგება არ მახსენდება. ეს არის ორგმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს მის წინააღმდეგ აგორებულ პიარში ადანაშაულებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ „დაბნეულ შავ პიარს“ მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამს.

იტვირთბა....