ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან გოგიჩაიშვილი; „ვინც “გირგვლიანის შესწორებებს” ეწინააღმდეგება, არის ან პოლიტიკურად ბრიყვი, ან მავნებელი“

ლევან გოგიჩაიშვილმა გირგვლიანის საქმეზე კომენატარი  გააკეთა და აღნიშნა, რომ მის საქმეში იკვეთება ორი ძირითადი ასპექტი. ეს პრინციპული საკანონმდებლო საკითხია როგორც სამართლებრივ-პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით.

„ვინც “გირგვლიანის შესწორებებს” ეწინააღმდეგება, არის ან პოლიტიკურად ბრიყვი, ან მავნებელი.  როდესაც “გირგვლიანის შესწორებების” არსი არ გესმის, კვალიფიკაციის პრობლემა დგება, ხოლო თუ ამ შესწორებების მნიშვნელობა გესმის და წინააღმდეგობის გაწევა ხელოვნურად ხდება, მაშინ მავნებლობასთან გვაქვს საქმე და ეჭვი გვიჩნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკრულზე ხდება ცეკვა .

ამ შესწორებებს უკუძალა არ ექნება – იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ვინც წარსულ დროში მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა ვერ მოხდება, მაგრამ კანონის მორალური დატვირთვის მცნება გაჩნდება, რომელიც ავტომატურად დაბლოკავს ასეთი ადამიანების სურვილს, თანამდებობრივად ან პოლიტიკურად პოზიციები ჰქონდეს“,  – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეს კანონი გიორგი მარგველაშვილის გადაწყეტილებას უკავშირდება, რომელიც ხელისუფლებას სთავაზობს ე.წ. გირგვლიანის შესწორებები  „ამინისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.

იტვირთბა....