“სექსშოპის” მფლობელების განცხადებით, თბილისის მერე შეკვეთებში ბათუმი ლიდერობს. აღნიშნულ საკითხზე სტატია გაზეთ “ბათუმელებმა” მოამზადა. როგორც ინტერნეტმაღაზიის მფლობელები ამბობენ, “სექსშოპის” ყველაზე ძვირი ნივთი სილიკონის თოჯინაა, რომელიც 5000 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე იაფი 10-ლარიანი თვალის ასახვევია.
ინტერნეტმაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ ყველაზე პოპულარული ნივთი ვიბრატორია.
ნაკლებად გაყიდვად ნივთებს შორის მასტურბატორები მოხვდა.
როგორც SexShop-ის მფლობელები ამბობენ, ერთი მომხმარებელი საშუალოდ 150-200 ლარს ხარჯავს.

