ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: “ნაციონალური მოძრაობა” წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკური პარტიაა”

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ  “ნაციონალურ მოძრაობასთან” სადებატო არაფერი აქვს, რადგან ის გაკოტრებული პარტიაა.

„სადებატო არაფერი აქვთ. კიდევ ვიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამ ყველაფრის, მე, პირადად, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განცხადება და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს ქალაქის გენერალური გეგმის შეფასებაში, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. დაგვეხმარნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ვისაც სურვილი აქვს პოლიტიკურ პარტიებს, წარმოადგინონ ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია და ჩავრთავთ პროცესში. თუ არ არის კომპეტენტური, არა უშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ აქვს მოწოდებული. გენერალური გეგმა ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, არის სახალხო დოკუმენტი, ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რომელზეც ეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. მათ მე მივეცი იმის შესაძლებლობა, რომ შეფასების ჯგუფში შემოვიდნენ. აქ სადებატო არაფერია, დოკუმენტი ერთად განვიხილოთ და ვთქვათ რა პრობლემებია. თუ არის კარგი დოკუმენტი, ვთქვათ რომ კარგი დოკუმენტია“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....