საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან „დაბნეული შავი პიარი“ მიმდინარეობს.
“რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ეს ტოვებს გარკვეული დაბნეულობის შთაბეჭდილებას.. ჩვენ ვნახეთ შავი პიარის კამპანია შეწყალების კომისიასთან მიმართებაში, შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში – ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ, შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა – ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება .
ამავე ფონზე, ეტყობა, ჩამოყალიბდა რაღაც ნაწილში პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური, აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულ შავ პიარს მე მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ და არც ვფიქრობ, რომ ის ვინმეზე მოქმედებდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

