ახალი ამბები მთავარი სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი: “ამათ ყველაფერი ეშლებათ, სახელმწიფოს ყველაფერი ეშლება”

თემირლან მაჩალიკაშვილმა პროკურორთან შესვლის წინ განაცხადა, რომ ვინც თემირლანის საქმეში სიტყვით ან ხელით არის ჩარეული ყველა დაისაჯოს.

„ჩემი მოთხოვნა იქნება პირველ რიგში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და რაც სუს-ის კონტროლის ქვეშ არის, ხელმისაწვდომი არ არის ადვოკატებისთვის და საზოგადოებისთვის გამოიტანონ და გამოაშკარაონ.

ვინც ურევია სიტყვითაც და ხელითაც არის ჩარეული თემირლანის საქმეში, ეს ყველა უნდა დაისაჯოს კანონითაც და ჩვენი კანონითაც. ჩვენს კანონს ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვინმე არის იქიდან, ვინც ინფორმაციებს იძლეოდნენ და რაღაც არასწორს აკეთებენ, ჩვენი წესით, ჩვენი სასამართლოთი, კი არ ვიძახი დახვრეტით და სროლით. ამათ ყველაფერი ეშლებათ, დღეს სახელმწიფოს ყველაფერი ეშლება,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....