ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გირგვლიანის შესწორებების” ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგე საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა, რომ ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში ყოველთვის იყო მისი ინტერესის საგანი.

“როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შევქმენი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. შემდეგ საპარლამენტო გამოსვლების დროს არაერთხელ მიმიქცევია ყურადღება იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნა. დღეს, როცა ხდება განხილვა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან.

ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიმზი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....