ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილი: “საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არ ჩამოვყალიბებულვარ”

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

“მე არც ჩამოვყალიბებულვარ და ჩემი ქმედებები არის ის, რასაც ვაკეთებდი 2016, 2015 და სხვა წინა წლებში – ვემსახურები ჩემს სამშობლოს ისე, როგორც საჭიროდ და სწორად მიმაჩნია. ჩემი ქმედება არის ეს და მათი ქმედება არის – “საპრეზიდენტო კამპანია -შავი პიარი”, – განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრების განცხადებით, შესაძლოა, მარგველაშვილს წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.

იტვირთბა....