ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ეგვიპტეში ორგანოებით მოვაჭრე ექიმები დაიჭირეს

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პოლიციამ ორგანოებით მოვაჭრე ექიმები დაიჭირა. ბოროტმოქმედები პოულობდნენ ადმიანებს, რომელთაც ძალიან სჭირდებოდათ ფული და მათ თირკმელის გაყიდვაზე უთანხმდებოდნენ.

შეთანხმების შემდეგ, ისინი მოდიოდნენ ქაიროში, სადაც რამდენიმე დღის განმალობაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, რათა ანალიზები ჩაებარებინათ.

დაზარალებულთა თქმით, დამნაშავეები მათ 5 ათას ეგვპიტურ ფუნტს, ანუ 280-ზე მეტს დოლარს ოპერაციამდე უხდიდნენ. დანარჩენ თანხას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კიდევ ერთ დონორს იპოვიდნენ.

იტვირთბა....