რადიო “კომსომოლსკაია პრავდას” პირდაპირ ეთერში პოლიტილოგი ნიკოლაი სვანიძე და ტელეწამყვანი მაქსიმ შევჩენკო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნე.
საუბრის თემა სტალინს ეხებოდა. შევჩენკო ამტკიცებდა, რომ სტალინის ეპოქა შესასწავლია. ნიკოლაი სვანიძის აზრით კი, ის მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს.
“ჩვენი მამა-პაპის ხსოვნას შეურაცხყოფას ნუ აყენებ, საბჭოთა კავშირი სტალინის ხელმძღვანელობით ერთადერთი იყო, რომელმაც ჰიტლერი დააჩოქა. შენ დემაგოგი ხარ”, – მიმართა შევჩენკომ სვანიძეს.
სვანიძემ შევჩენკოს ხელი გაარტყა და სტუდიაში ჩხუბი ატყდა.