ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის  ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი  ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას ურჩევს.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ თუ  ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა გადაწყვიტა, მაშინ მარგველაშვილი კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. ხუხაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ თავადაც სთხოვს ბიძინა ივანიშვილს, ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს სპეკულაციები და შუას გაკრეფა რომ დასრულდეს საზოგადოებაში, რომელსაც განვითარებისთვის გაერთიანება წყალივით სჭირდება, გამოვდივარ შემდეგი წინადადებით:
პრეზიდენტად იყაროს კენჭი ბ.ი.-მა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში მარგველაშვილი წინასწარ მოხსნის თავისი კანდიდატობის თემას ბ. ი-ს სასარგებლოდ. მეც ვთხოვ, თუ საჭირო გახდა. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ეს კარგია სახელმწიფოსთვის, ინსტიტუციური წესრიგისთვის, მარგველაშვილისთვის და თვითონ ბ.ი.-სთვის. ცუდია, მხოლოდ ქ.ო.-ს და “ნაციონალების” პოლიტ. ელიტისთვის. მიზეზებს არ ჩამოვთვლი. დისკუსია თუ გაიმართა, იქ მოგახსენებთ. იმედია ეს პროცესი აკადემიურად წარიმართება, ყოველგვარი ქოქოლას გარეშე“, -წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....