გასულ წელს, ბათუმში 11-12 მარტის მოვლენების დროს, ჯგუფური ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაპატიმრებული, ირკალი ჩხვირკვიას დედა პრეზიდენტს შვილის შეწყალოების მოთხოვნით მიმართავს. ციცო როსტობაია შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულს შეიწყალებს და მის განცხადებას დააკმაყოფილებს.
„ჩემი შვილი უდანაშაულოა. ამიტომ პირადად პრეზიდენტს ვთხოვ, რომ გაეცნოს ჩემს საბუთებს და შევიდეს მდგომარეობაში. მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი საქმის გაცნობის შემდეგ მიხვდება, რომ ის უდანაშაულოა. ვთხოვ გულთან მიიტანოს ჩემი მდგომარეობა. ის არ არის ღირსი, რომ ციხეში იჯდეს. თავად მთავრობამაც იცის, რომ უდანაშაულოა,“ – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიას დედამ, ციცო როსტობაიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი ჩხვირკიას, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ერთ თვის წინ, წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.